LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეკლამა ან ოფიციალური შეხვედრა არ გეგონოთ, „დანქინში“ ყავის დასალევად გამოიპრანჭა – ბენ აფლეკი კვლავ დონატებს მიეძალა

499
page

მიუხედავად იმისა, რომ ბენ აფლეკს უამრავი საქმე აქვს და მას სახლში მეუღლე, არც მეტი არც ნაკლები, ჯეი ლო ელოდება, ის პირადი სივრცის დათმობას სულაც არ აპირებს. მოგეხსენებათ, ოსკაროსანი მსახიობის საყვარელი კვების ობიექტი „დანქინ დონათსია“.

50 წლის ვარსკვლავი ორი დღის განმავლობაში პაპარაცების ობიექტივში ორჯერ მოხვდა. ის ჯერ სანტა-მონიკაში, მანქანაში საწვავს თავად ასხამდა, შემდეგ კი საოცრად ელეგანტური „ლუქით“ „დანქინს“ მარტო ეწვია და ნოყიერადაც წაიხემსა.

ამჯერად ბენი საკმაოდ ოფიციალური ტანისამოსით გახლდათ წარმოდგენილი. მას ლურჯი კოსტიუმი და ცისფერი პერანგი ეცვა, მის „ლუქს“ ნაცრისფერი ფეხსაცმელი და მზის სათვალე ამშვენებდა.

დონატები და მხურვალე კოცნა – აი ასე უპასუხა „ბენიფერმა“ მოარულ ჭორებს

პირადი სივრცე ყველას სჭირდება, მაშინაც კი, როცა შენი ცოლი ჯეი ლოა – ბენი ეულად სეირნობით ტკბება

თაფლობის თვის დასრულებისთანავე, ჯეი-ლო და ბენ აფლეკი შვილებთან ერთად გამოჩნდნენ

ფოტო: შეყვარებულისგან მიტოვებული ბენ აფლეკი „ფასტ ფუდს“ მიეძალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები