შაკირა ვაჟებთან ერთად ნიუ-იორკში გაემგზავრა, რათა ჯიმი ფელონის შოუში თავისი ახალი სიმღერა, TQG პირველად შეასრულოს. შოუში სტუმრობამდე კოლუმბიელი ვარსკვლავი 8 წლის მილანთან და 10 წლის საშასთან ერთად ნიუ-იორკის ქეჩებში გადაიღეს. არტისტი პაპარაცებს ღიმილით შეხვდა. ის შავ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, მის „ლუქს“ კეპი და „ბალენსიაგას“ ჩანთა ასრულებდა.
„რევანშისტული გამომეტყველება“, „ველით მაგარ პერფორმანსს“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, შაკირა რამდენიმე კვირაში ესპანეთს დატოვებს. ის შვილებთან ერთად მაიამიში გადავა საცხოვრებლად.
ცხოვრება გრძელდება – შაკირა შვილებთან ერთად ესპანეთს ტოვებს
„მეუღლეზე ემოციურად ვიყავი დამოკიდებული“ – შაკირას უახლესი ინტერვიუ
ფოტო/ვიდეო: შაკირა მიმართვას ავრცელებს