LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსმა 24 მილიონ ფუნტად ვილა შეიძინა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა

173
38664494-0-image-a-2-1611998830737

46 წლის რობი უილიამსი ოჯახთან ერთად შვეიცარიაში, ჟენევაში გადავიდა საცხოვრებლად. ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ მომღერალმა და მისმა მეუღლემ, აიდა ფილდმა ჟენევაში უზარმაზარი ვილა 24 მილიონ ფუნტად შეიძინა. ინსაიდერების თქმით, ვარსკვლავურ წყვილს შვეიცარიაში ცხოვრება ძალიან მოსწონს. როგორც ცნობილია რობი გოლფის საოცარი მოთამაშეა, ამიტომ ახალ საცხოვრებელ კომპლექსში რობისთვის უზარმაზარი გოლფის მოედანია განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ოჯახი სახლში ახლახანს დაბრუნდა. უილიამსს Covid-19 დაუდასტურდა. თვითიზოლაციის პერიოდი მათ კარიბის ზღვის სანაპიროზე, სენ-ბარტის კუნძულზე, ფეშენებელურ სახლში გაატაარეს. სახლის ქირაობის ფასი დღე-ღამეში 20 500 დოლარს შეადგენს. არტისტი აპარტამენტებში მეუღლესთან, აიდა ფილდთან და 4 შვილთან ერთად იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები