LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდ სტიუარტმა წყვილს ქორწილში დაუვიწყარი სიურპიზი მოუწყო (ფოტო/ვიდეო)

177
19241742-0-image-a-12-1570086401854

ენდრიუ ეიჩისონი და შერონ კუკი  ერთი წელი გეგმავდა ქორწილი ლას-ვეგასში გადაეხადა, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო  სასურველ ადგილზე გადაფრენა ვერ შეძლეს. ყველასათვის მოულოდნელად ქორწილში როდ სტიუარტი გამოჩნდა

მომღერალი სწორედ მაშინ მივიდა საკურთხეველთან, როდესაც წყვილმა სიტყვები „დიახ, მე თანახმა ვარ!” წარმოთქვა.

„ბედნიერებას გისურვებთ, მითქვამს თქვენთვის, რომ მიყვარხართ?! – თქვა როდ სტიუარტმა.

ბრიტანეთის იმპერიის კავალერმა წყვილი გაამხნევა და პირდაპირ საკურთხეველთან სერენადაც შეასრულა. დამსწრე საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი დიდი სიურპრიზი იყო, მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, საიდან შეიტყო ვასრკვლავმა მათი ისტორიის შესახებ.

შეგახსენებთ, როდ სტიუარტს Billboard-მა  ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში #17 პოზიცია მიანიჭა. ის გრემის და Brit-ის ჯილდოების მფლობელი მომღერალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები