ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის გრანდიოზული ქორწილი გასულ კვირას გაიმართა და მასზე საუბარი დღემდე არ წყდება. სტუმრები, საჩუქრები, საქორწინო ცერემონიალი, კაბები, – ინტერნეტსივრცეში ყველა დეტალს განიხილავენ. ახლა ისღა დაგვრჩენია წყვილის თაფლობის თვეს დაველოდოთ, როგორც რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, ისინი საქორწინო მოგზაურობაში კოსმოსში გაემგზავრებიან.
ცოტა ხნის წინ ნიკოლამ „ინსტაგრამ სთორიში“ ბექჰემის ცოლის ამპლუაში ახალი ფოტოები გაავრცელა. ერთ-ერთი ფოტო ბრუკლინისა, ის წელზემოთ შიშველი პოზირებს და საოცრად ბედნიერად გამოიყურება.
„ოჯახური ცხოვრება“, – ასე დაასათაურა მილიარდერმა ნიკოლამ მეუღლის ფოტო.
გრძნობებს ვერ მალავს – ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის პირველი ვახშამი ცოლ-ქმრის სტატუსით