Met Gala 2021-ზე უამრავმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი, მათ შორის, ბუნებრივია ბექჰემების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ბრუკლინ ბექჰემი და მისი მილიარდერი საცოლე, ნიკოლა პელტიც გახლდნენ.
26 წლის ნიკოლამ წითელ ხალიჩაზე „ვალენტინოს“ ვარდისფერი კაბა მოირგო. გლამურული ღონისძიების შემდეგ წყვილმა სოც.ქსელებში არაერთი ფოტო და ვიდეო გაავრცელა. წყვილის გულშემატკივრების დიდი აღფრთოვანება მათ ხანგრძლივი და ვნებიანი კოცნის ვიდეოს მოჰყვა.
„ყველაზე იღბლიანი მამაკაცი ვარ“, – ასე დაასათაურა ფოტოების სერია ყურებამდე შეყვარებულმა ბრუკლინმა.
ცნობისთვის, როგორც ინსაიდერები იუწყებიან წყვილის ქორწილი მალე უნდა შედგეს. გარკვეული დეტალები უკვე ცნობილია, საქორწინო ცერემონიალი ამერიკაში, ორ ეტაპად გაიმართება, პირველი ცერემონია ნიკოლას მშობლიურ ფლორიდაში შედგება, ხოლო მეორე კი ბექჰემების ვილაში, რომელიც კოტსოულდში მდებარეობს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ნიკოლას საქორწინო კაბას თავად ვიქტორია შეუკერავს.
რძალ-დედამთილის საოცარი სიყვარული – ვიქტორია ბექჰემი ნიკოლა პელტცს დაბადების დღეს ულოცავს
უზარმაზარი სახლი 27 საძინებლით – სად იცხოვრებენ ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი დაქორწინების შემდეგ