LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რძალ-დედამთილის საოცარი სიყვარული – ვიქტორია ბექჰემი ნიკოლა პელტცს დაბადების დღეს ულოცავს

10721
37804464-0-image-a-20-1610217139945
9 იანვარს ბექჰემების მილიარდერი სარძლოს,  ნიკოლა პელტცის დაბადების დღე იყო. მას 26 წელი შეუსრულდა. ბრუკლინმა მას დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით, საჯაროდ მიულოცა.
„დაბადების დღეს გილოცავ, სიტყვებით ვერ გადმოგცემ, როგორ მიყვარხარ. შენ მე უკეთეს მამაკაცად მაქცევ. იმედი მაქვს, ყველაზე კარგი დაბადების დღე გექნება, რადგან შენ ამას ნამდვილად იმსახურებ, მიყვარხარ“, – წერს ბრუკლინი.
ნიკოლას ვიქტორიამაც  მიულოცა: „დაბადების დღეს გილოცავ ნიკოლა, ძალიან, ძალიან გვიყვარხარ“, – უწერს დედამთილი სარძლოს.

ცნობისთვის,  ქორწილი ზაფხულში, ამერიკაში გაიმართება. ის ორ ეტაპად ჩატარდება, პირველი ცერემონია ნიკოლას მშობლოურ ფლორიდაში შედგება, ხოლო მეორე კი ბექჰემების ვილაში, რომელიც კოტსოულდში მდებარეობს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ნიკოლას საქორწინო კაბას თავად ვიქტორია შუეკერავს. როგორც ირკვევა, ბიჭების უმცროსი და, ჰარპერი, პატარძლის მთავარი ხელისმომკიდე იქნება. ბრუკლინი ძმები კი მძღოლების როლში მოგვევლინებიან, რაც შეეხება ბექჰემების მამას, დევიდი ცერემონიის წამყვანი იქნება. როგორც ჩანს, მალე, ისტორიაში ყველაზე პომპეზური ქორწილის მომსწრენი გავხდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები