LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება OnePlus 10 Pro – ინტერნეტსივრცეში მონაცემებმა გაჟონა

56
page

როგორც ცნობილია, OnePlus ახალ 10 Pro-ს მალე წარადგენს. სმარტფონს ჩინეთში 2022 წლის დასაწყისშივე ვიხილავთ, თუმცა პრეზენტაციამდე მისმა მონაცემებმა გაჟონა. ის წლის ერთ-ერთი საუკეთესო სმარტფონის წოდებისთვის იბრძოლოს.

OnePlus 10 Pro 6.7 ინჩიან QHD+ გარჩევადობის მქონე, 120 ჰერციან ეკრანს მიიღებს. უკანა მხარეს ოთხმაგი კამერის მოდული იქნება მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ  მოდული 48 მეგაპიქსელიან მთავარ, 50 მეგაპიქსელიან ულტრაფართოსა და 8 მეგაპიქსელიან ტელეფოტო ლინზას აერთიანებს. სელფის კამერას 32 მეგაპიქსელიანი ლინზა იქნება. OnePlus 10 Pro ქუალქომის უახლეს პროცესორს და  8 ან 12 გიგაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას მიიღებს. შიდა მეხსიერება კი 128 ან 256გბ იქნება.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები