LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როკ-მუსიკის აღზევება – Guns N’ Roses-ის ჰიტმა, Sweet Child o’ Mine ,,სფოთიფაიზე” მილიარდზე მეტი მოსმენა დააგროვა

53
page

თუკი როკ-მუსიკის მოყვარულები ხართ, შეუძლებელია არ შეგემჩნიათ ლეგენდარული როკ-კოლექტივების გააქტიურება. AC/DC-მ ალბომი Power Up გამოუშვა. 15 წლის შემდეგ კი, მძიმე მეტალის შემსრულებელი ჯგუფი, System of a Down მუსიკალურ ინდუსტრიაში ორი ახალი კომპოზიციით,  დაბრუნდა. სულ ცოტა ხნსი წინ კი ეპოქალურმა ჯგუფმა Guns N’ Roses 13 წლის შემდეგ პირველი სიმღერაAbsurd გაავრცელა.

მიმდინარე მოვლენებს ნამდვილად შეგვიძლია როკ-მუსიკის აღზევება ვუწოდოთ. ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ  Guns N’ Roses ჰიტმა Sweet Child o’ Mine პლატფორმა Spotify-ზე მილიარდზე მეტი მოსმენა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სიმღერის კლიპმა მსგავს შედეგს „იუთუბზე“ მიაღწია.

შეგახსენებთ, სიმღერა ჯგუფმა 1987 წელს გამოსცა. ნამუშევარი ბენდის სადებიუტო ალბომში, Appetite for Destruction არის შესული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები