LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: 6 წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული AC/DC ალბომს Power Up უშვებს

81
acdc-pwrup-instagram

ლეგენდარული ავსტრალიური  ჯგუფის,  AC/DC-ის შემოქმედებაში დიდი სიახლეებია. გასულ თვეს, კოლექტივმა სიმღერაზე Shot In The Dark ვიდეო  გაავრცელა. ის მუსიკოსების პირველი კლიპია, ვოკალისტ ბრაიან ჯონსონის დაბრუნების შემდეგ, რომელმაც 4 წლის წინ სმენა დაკარგა და იძულებული გახდა ჯგუფი დაეტოვებინა. რამდენიმე კვირის წინ ჯგუფმა ამერიკულ კომპანია DC Shoes-თან თანამშრომლობით ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა.

ცოტა ხნის წინ კი კოლექტივმა ახალი, რიგით მე-17 ალბომი Power Up წარადგინა. ჩანაწერი 12 კომპოზიციას აერთიენებს. აღსანიშნავია, რომ 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ეს AC/DC-ის პირველი ნამუშევარია.

შეგახსენებთ, AC/DC 1973 წელს ჩამოყალიბდა. გამოცემა Rolling Stone-ის მიხედვით,  კოლექტივი ყველა დროის საუკეთესო ბენდებს შორისაა დასახელებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები