LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: ჩვეული მუხტი და ჩვეული მოძრაობები – ლეგენდარული AC/DC ახალ კლიპს ავრცელებს

79
ACDC-Shot-in-the-dark-1

გასულ თვეს, ლეგენდარულმა ავსტრალიურმა როკ-ჯგუფმა  AC/DC ახალი კომპოზიცია Shot In The Dark გაავრცელა,  რომელმაც გამოსვლისთანავე მიიპყრო გულშემატკივრების ყურადღება. ჩვეული ენერგია და კარგად ნაცნობი ვოკალი, რომელსაც წლებმა ვერაფერი დააკლო.

საზოგადოება მოუთმენლად ელოდა კლიპსაც და აი, კოლექტივმა  სულ ცოტა ხნის წინ ვიდეო  გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ  ეს მუსიკოსების პირველი კლიპია, ვოკალისტ ბრაიან ჯონსონის დაბრუნების შემდეგ. ცნობისთვის, 4 წლის წინ არტისტმა სმენა დაკარგა და იძულებული გახდა ჯგუფი დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, ჯგუფი 13 ნოემბერს, რიგით მეჩვიდმეტე ალბომს,  Power Up გამოუშვებს. სტუდიურ ჩანაწერში 18 სიმღერა იქნება წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები