LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლეგენდარულმა ჯგუფმა AC/DC ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა

103
page

გასულ თვეს, ლეგენდარულმა ავსტრალიურმა როკ-ჯგუფმა  AC/DC ახალი კომპოზიცია Shot In The Dark გაავრცელა,  რომელმაც გამოსვლისთანავე მიიპყრო გულშემატკივრების ყურადღება. გასულ კვირას ვიდეოც  გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ  ეს მუსიკოსების პირველი კლიპია, ვოკალისტ ბრაიან ჯონსონის დაბრუნების შემდეგ. ცნობისთვის, 4 წლის წინ არტისტმა სმენა დაკარგა და იძულებული გახდა ჯგუფი დაეტოვებინა.

ახლა კი ავსტრალიურმა ჯგუფმა ამერიკულ კომპანია DC Shoes-თან თანამშრომლობით ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის შეძენა 7 ნოემბრიდან ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი. ნივთების ფასი 25-დან 75 დოლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, ბენდსა და კომპანიას შორის თანამშრომლობა AC/DC-ის მომავალი ალბომის, Power Up გამოსვლასთან დაკავშირებით შედგა. ჯგუფი 13 ნოემბერს, რიგით მეჩვიდმეტე ალბომს გამოუშვებს. სტუდიურ ჩანაწერში 18 სიმღერა იქნება წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები