ჯეფ ბეზოსი და მისი საყვარელი ქალი, ლორენ სანჩესი კვლავ მოგზაურობენ. წყვილი მალიბუზე ისვენებს. პაპარაცებმა მილიარდერი და მისი ცეცხლოვანი გულის სწორი მორიგი რომანტიკული ვოიაჟის დროს გადაიღეს, ისინი ხელიხელჩაკიდებული მისეირნობდნენ.
58 წლის ჯეფი, როგორც ყოველთვის, გემოვნებით იყო შემოსილი, მას თეთრი პოლოს მაისური და ცისფერი ჯინსის შარვალი ეცვა. რაც შეეხება 52 წლის ლორენს, მას Alexis-ის საოცრად ჰაეროვანი, ვარდისფერი კაბა ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 453 ევროა.
„თავაწეული მის სანჩესი“ – ჯეფ ბეზოსის შეყვარებული „აზედინ ალაიას“ 2600 დოლარიანი კაბით გამოჩნდა