„ამაზონის“ დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი და მისი შეყვარებული ლორენ სანჩესი, ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტური წყვილია. ლორენმა მსოფლიოს ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა ლეონარდო დიკაპრიოს დანახვისას თავზე კონტროლი დაკარგა და სრულიად მედია აალაპარაკა. ამჯერად კი შეყვარებულები ლონდონის პრესტიჟული სასტუმროდან გამოსვლისას გადაიღეს.
ლაურენ სანჩესი სასტუმროდან ბეზოსთან ერთად, ხელჩაკიდებული გამოვიდა. ის ბრწყინავდა „აზედინ ალაიას“ 2600 დოლარიან თეთრ კაბაში. „თავაწეული მის სანჩესი“, ასე უწოდეს მას დასავლურ მედიაში.
ფოტო: ჯეფ ბეზოსმა ახალი წელი საცოლეს ყოფილ საქმროსთან ერთად გაატარა