LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრა ბალოკმა და ბრაიან რენდელმა საბედისწერო დიაგნოზის დასმამდე სამი წლით ადრე, საქორწინო ცერემონია გამართეს – ინტერნეტსივრცეში უახლესი ვიდეო ვრცელდება

438
page

სანდრა ბულოკის მეგობარი მამაკაცი, ბრაიან რენდელი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ის წლების განმავლობაში „ამიოტროფულ სკლეროზს“  ებრძოდა.

სანდრა და ბრაიანი 2015 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა, ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. ახლახან კი აქამდე უცნობი ვიდეო გავრცელდა. ირკვევა, რომ 2017 წლის დეკემბერში წყვილი ბაჰამის კუნძულებზე გაემგზავრა და მეგობრებისა და ოჯახის წევრების ვიწრო წრეში ერთმანეთს სიმბოლურად სიყვარული შეჰფიცა.

ვიდეოში ისინი სანაპიროზე მდებარე მოკრძალებულ რესტორანში ჩახუტებულები ცეკვავენ.

„მე არ მჭირდება ქაღალდი იმისთვის, რომ  პარტნიორის ერთგული ვიყო. მე ჩემი ცხოვრების სიყვარული ვიპოვე“, – განაცხადა სანდრამ  2021 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში.

სანდრა ბულოკის მეგობარი მამაკაცი, ბრაიან რენდელი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

სანდრა ბალოკი იუბილარია – 59 წლის ვარსკვლავი დაბადების დღეზე ყვავილებით ხელში გადაიღეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები