საქართველოშო iPhone 12 mini-ს გაყიდვები იწყება. Apple-ის ახალი ფლაგმანი ხაზიდან ყველაზე კომპაქტური და ხელმისაწვდომი სმარტფონის შეძენა 20 ნოემბრიდან, ოფიციალურ რესელერ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

რას წარმოადგენს ახალი მოდელი და რა იმალება კომპაქტური ზომის უკან? ამის შესახებ სტატიაში მოგითხრობთ:

iPhone 12 mini მცირე ზომის სმარტფონების მოყვარულთა საკულტო მოდელად Apple-ის პრეზენტაციის დღიდან იქცა. უახლესი მოდელის ასეთი პოპულარობა გასაკვირი არ არის, რადგან დღეს ის მსოფლიოში ერთადერთი სმარტფონის მოდელია, რომელიც სრულიად კომპაქტურ კორპუსში ყველაზე მაღალ მახასიათებლებს აერთიანებს. მას აქვს ყველა ის ფუნქცია, რაც iPhone 12-ს გააჩნია, იდეალურია ხელში დასაჭერად და ადვილად თავსდება ნებისმიერ ჯიბეში.

iPhone 12 mini-ს აქვს 5.4 დიუმიანი OLED დისპლეი, რომელიც გაგაოცებთ შთამბეჭდავი deep black ფერით, უმაღლესი დეტალებით და კონტრასტული ფერებით ყველანაირი განათების პირობებში. გლუვი, ახალი დიზაინი მომრგვალებულ კიდეებს სწორი ხაზებით და ახალი ტექნოლოგიებით ცვლის. სმარტფონი წარმოდგენილია ალუმინის გარეკანით, მისი წინა პანელი კი დავარდნის შემთხვევაში, სმარტფონს ოთხჯერ უკეთესად იცავს დაზიანებისგან.

მთავარ კამერას გააჩნია 12 მეგაპიქსელიანი ორი მოდული – ფართოკუთხოვანი და ულტრა ფართოკუთხოვანი ლინზებით. ახალ კამერას შეუძლია უფრო მეტი განათება ფოტო და ვიდეო გადაღებითვის როგორც დღის, ასევე ღამის განათების პირობებში.

ახალი iPhone 12 mini-ს სიმძლავრეს და პროდუქტიულობას განსაზღვრავს A14 Bionic ჩიპსეტი, რომელსაც გააჩნია ფოტოგადაღების უმაღლესი შესაძლებლობები, აქვს მძლავრი ხარისხის სათამაშო პროცესორი და სათამაშო კონსოლების დაკავშირების შესაძლებლობა.

iPhone 12 mini-ს აქვს 4GB ოპერატიული მეხსიერება. მისი მძლავრი ელემენტი საკმარისია 15 საათიანი ვიდეოს ყურების და 50 საათი აუდიო მასალის მოსასმენად. iPhone 12 mini წყალგამძლეა და 30 წუთის განმავლობაში, 6 მეტრ სიღრმეში ჩავარდნის შემთხვევაშიც არ დაზიანდება.

რაც შეეხება ღირებულებას – iPhone 12 mini-ს შეძენა ოფიციალურ რესელერ მაღაზიებში 3319 ლარიდან შეგეძლებათ.  

იჩქარეთ და დაისაკუთრეთ Apple-ის უახლესი მოდელი ავტორიზებულ რესელერ მაღაზიებში:

iSpace, Alta, Elit, iPlus, iStore, iTechnics, Silknet. მოდელების რაოდენობა შეზღუდულია.  

R

 

კატეგორიები: Hi Tech

მსგავსი თემები