გუშინ, ლეგენდარულ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს 49 წლის შეუსრულდა. საღამო მან საყვარელი მეუღლის გარემოცვაში გაატარა. მოგვიანებით ფოტოები ვიქტორიამ „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
„შენ საუკეთესო მეუღლე და საოცარი მამა ხარ“, – წერს ვიქტორია.
საზოგადოების ყურადღება დიზაინერის უკანასკნელმა ფოტომ მიიპყრო, სადაც დევიდი შიშველი პოზირებს. მას „კელვინ კლაინის“ თეთრეული აცვია და ქუდი ახურავს.
ფოტოს დიდი გამოხმაურება და ბევრი სახალისო კომენტარი მოჰყვა.
„ვიქტორმა დევიდის დაბადების დღე მსოფლიოს ქალებს მიულოცა“, „რა ცხელი ფოტოა“, „საოცრად მომხიბვლელი ხარ“, – წერენ კომენტარებში.
„26 წელი ერთად და ისევ ჩემი ვალენტინი ხარ” – დევიდი და ვიქტორია ერთმანეთს ვალენტინობას ულოცავენ