LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერი, ნიკოლ კიდმანი, პენელოპა კრუსი და ახლა შაკირა… – ტომ კრუზი და მისი გოგონები

407
page

მას შემდეგ, რაც მაიამიში, ტომ კრუზი შაკირასთან ერთად გადაიღეს, მედია აქტიურად ალაპარაკდა მათ რომანზე. ინსაიდერის ცნობით, 60 წლის ტომი 46 წლის შაკირათი საოცრადაა მოხიბლულია და მას უკვე ყვავილების თაიგულიც კი გაუგზავნა. ჰოლივუდის ცაზე მეხივით გავარდნილმა სიახლემ ტომ კრუზის სასიყვარულო პარტნიორების მიმართ კვლავ გააჩინა ინტერესი.

„ტომი მარტოხელა შაკირათი მოინუსხა, ვიდეოში კარგად იგრძნობა ქიმია“ – ახალი დეტალები შაკირა – კრუზის შესაძლო რომანზე

ტომ კრუზის საყვარელი ქალბატონების რიცხვში ისეთი ვარსკვლავები შედიან, როგორებიც არიან:  შერი, ნიკოლ კიდმანი, პენელპოა კრუსი, ნაზანინ ბონიადი, კეიტი ჰოლმსი და ჰეილი ეტვუდი. ცხადია, ეჭვიც კი არ გვეპარება, რომ მათ რიცხვში კიდევ ვ ბევრი ცნობილი ქალბატონია, უბრალოდ ისინი ჩრდილში დარჩნენ.

აღსანიშნავია, რომ ტომი ოფიციალურ ქორწინებაში სამჯერ იმყოფებოდა, მისი პირველი ცოლი გახლდათ მიმი როჯერსი. მეორედ ტომმა ნიკოლ კიდმანზე იქორწინა, მათ ორი ბავშვი იშვილეს. კრუზის ბოლო ქორწინება კეიტი ჰოლმსთან იყო. ისინი 2006-2012 წლებში იყვნენ დაქორწინებულები. 2006 წელს მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც სური დაარქვეს.

„ტომს თავის ერთადერთ ბიოლოგიურ შვილთან არანაირი კონტაქტი არ აქვს. მას სური უკვე 10 წელია თვალით არ უნახავს“, – ამის შესახებ მედიას ოჯახთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა.

„ტომ კრუზს ერთადერთი ბიოლოგიური შვილი 10 წელია არ უნახავს“ – უახლესი დეტალები

„ტომ კრუზი „ოსკარის” ცერემონიალზე ნიკოლ კიდმანის გამო არ მივიდა“ – დასავლური მედია

შერი – 1985

მიმი როჯერსი – 1987-1989

ნიკოლ კიდმანი 1990-2001

პენელოპა კრუსი – 2001-2004

ნაზანინ ბონიადი – 2005-2005

კეიტი ჰოლმსი – 2005-2012

ჰეილი ეტვუდი – 2001-2002

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები