LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტომ კრუზი „ოსკარის” ცერემონიალზე ნიკოლ კიდმანის გამო არ მივიდა“ – დასავლური მედია

482
page

მიუხედავად იმისა, რომ წელს, „ოსკარზე“ ტომ კრუზის ფილმი, „ტოპ განი: მევერიკი“ საუკეთესო ფილმის კატეგორიაში იყო ნომინირებული, მსახიობი ცერემონიალზე არ მივიდა.

„ტომ კრუზი ოსკარის ცერემონიალზე ნიკოლ კიდმანის გამო არ მივიდა, მას ყოფილი ცოლის ნახვის შეეშინდა“ – ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს.

წითელ ხალიჩაზე ნიკოლი მეუღლესთან, კიტ ურბანთან ერთად გამოჩნდა, ულამაზეს შავ კაბაში გამოწყობილი ნიკოლი მეუღლეს გვერდიდან არ შორდებოდა და მას ვნებიანად კოცნიდა.

აღსანიშნავია, რომ „ოსკარების“ პატივსაცემად მიძღვნილ ვახშამს ტომი დაესწრო, თუმცა, ეს ღონისძიება გამოტოვა ნიკოლმა.

შეგახსენებთ, ტომი და ნიკოლი 1990 წელს დაქორწინდნენ. 2001 კრუზმა განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. მათ ორი საერთო, ნაშვილები შვილი ჰყავთ.

„პლასტიკური ოპერაცია, ინექციები თუ ჯადოქრობა?“ – 60 წლის ტომ კრუზის უახლესი ფოტო აჟიოტაჟს იწვევს

ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი სიდნეის სანაპიროს იპყრობენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები