LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესვენებაზე მოჟღურტულე ლედი გაგა და ჯარედ ლეტო – უახლესი კადრები „გუჩის სახლის“ გადასაღები მოედნიდან

142
41510742-0-image-a-16-1617906225832

რამდენიმე კვირაა იტალიაში, მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ რიდლი სკოტი კრიმინალურ დრამას იღებს. ფილმში „გუჩის სახლი“ მთავარ როლებს 35 პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა და 37 წლის მსახიობი ადამ დრაივერი ასრულებენ. როგორც ჩანს გადაღებები დასასრულს უახლოვდება.

ფოტო: ლედი გაგა რომის ქუჩებში გრანდიოზულ საქორწინო კაბით გამოჩნდა

რამდენიმე დღის წინ „შავი ქვრივის“, პატრისია რეჯიანის როლის შემსრულებელი ლედი გაგა დასკვნითი სცენების გადასაღებად რომის ქუჩებში გრანდიოზული საქორწინო კაბით გამოჩნდა, სულ ცოტა ხნის წინ კი ჯარედ ლეტო მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

როგორც ცნობილია, 49 წლის ჯარედ ლეტო სრულიად შეცვლილი ვიზუალით გამოჩნდება საზოგადოების წინაშე,  ის გამელოტებულია და გაჭაღარავებულია წარმოდგენილი. მას ულვაშებიც აქვს. პაპარაცების ობიექტივში გაგა და ლეტო გადაღებებს შორის შესვენების დროს გამოჩნდნენ, ისინი ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.

ფოტო: დიახ, ეს ჯარედ ლეტოა – 49 წლის მსახიობის მორიგი შოკისმომგვრელი გარდაქმნა რიდლი სკოტის „გუჩის სახლისთვის“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები