შონ მენდესი და კამილა კაბეიო MTV Video Music Awards-ზე მეორე ერთობლივ ნამუშევარს – Señorita შეასრულებენ.

ვარსკვლავური წყვილის გარდა, Prudential Center-ის სცენაზე როზალიასა და ჯეი ბალვინის დუეტსაც ვიხილავთ. ისინი პუბლიკის წინაშე ესპანურენოვანი სიმღერით – Con altura წარდგებიან.

Lil Nas X-ის პირველი პერფორმანსი ღონისძიებაზე, მისი სადებიუტო მინი ალბომის – 7 მეორე სინგლით – Panini შედგება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ საღამოზე ბედ ბანისა და Lizzo-ს პერფორმანსებსაც ვიხილავთ.

 

ტეგები: MTV Video Music Awards
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები