ორ წლიანი რომანის შემდეგ, ბრუკლინ ბექჰემმა და ნიკოლა პელტცმა აპრილში იქორწინეს. მათი თაფლობის თვე ისეთივე შთამბეჭდავი და ძვირად ღირებულია, როგორც მათი საქორწინო ცერემონიალი. წყვილი ევროპაში მოგზაურობს. ამჯერად ისინი სენ-ტროპეს სტუმრობენ.
ბრუკლინ ბეკჰემისა და ნიკოლა პელტცის მდიდრული თაფლობის თვე სენ-ტროპეში გრძელდება
პაპარაცებმა წყვილი მაშინ გადაიღეს, როდესაც ნავში ისხდნენ და მხურვალედ კოცნიდნენ ერთმანეთს. 27 წლის ნიკოლას საოცრად ჰაეროვანი თეთრი კაბა ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 374 ევროა. ამავე ფერის ტანისამოსში იყო გამოწყობილი ბრუკლინიც, ის საყვარელ მეუღლეს გვერდიდან არ შორდებოდა.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ წყვილი თაფლობის თვეს Virgin Galactic-ის საშუალებით კოსმოსში გაატარებდნენ, თუმცა ჯერჯერობით ისინი მხოლოდ მიწიერი სილამაზეებით ტკბებიან.
დაუსრულებელი თაფლობის თვე – ბრუკლინ ბექჰემი საყვარელ მეუღლეს გვერდიდან ვერ შორდება