„საუკუნის ქორწილის“ შემდეგ, რომელიც აპრილში გაიმართა, ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი მხოლოდ ახლა გაემგზავრნენ თაფლობის თვეში. ახლად დაქორწინებული წყვილი რომანტიკულ დღეებს სენ-ტროპეში ატარებს.
პაპარაცებმა ისინი მაშინ გადაიღეს, როდესაც სავახშმოდ მიემართებოდნენ. 23 წლის ბექჰემი საყვარელ ქალს თვალს ვერ წყვეტდა და გამუდმებით კოცნიდა. ამ დღისთვის მილიარდერმა პელტცმა „დოლჩე და გაბანას“ მწვანე ფერებში გადაწყვეტილი საოცრად დახვეწილი კაბა მოირგო.
ყვავილები საყვარელი მამაკაცისგან – ბრუკლინ და ნიკოლა ბექჰემები კალიფორნიის ქუჩებში
ნიკოლა და ბრუკლინი „ვოგის“ გარეკანზე – წყვილის აქამდე უცნობი ფოტოები „საუკუნის ქორწილიდან“