„საუკუნის ქორწილის“ შემდეგ, ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი გამოცემა „ვოგის“ გარეკანზე მოხვდნენ. ჟურნალში ქორწილიდან აქამდე უცნობი ფოტოები დაიბეჭდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოვიდა ერთ-ერთი მათგანი, სადაც ნეფე-პატარძალი თეთრ ტანისამოსშია გამოწყობილი.
კაბაში ჩაკერებული ავი თვალისგან დამცავი თილისმა – 5 ფაქტი ბექჰემების რძლის სენსაციური კაბის შესახებ
შეგახსენებთ, მილიარდერმა პატარძალმა „ვალენტინოს“ საქორწილო კაბა მოირგო, რომელსაც უზარმაზარი შლეიფი ამშვენებდა. კაბის ბრენდზე არჩევანი თავად ნიკოლამ გააკეთა, მან დედამთილს, ვიქტორია ბექჰემს უარი უთხრა კაბის შეკერვაზე და „ვალენტინოს“ მოდის სახლს მიმართა.