ახლოვდება 21-ე საუკუნის ყველაზე გრანდიოზული ქორწილი. ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტც 9 აპრილს, ფლორიდაში მდებარე სახლში იქორწინებენ.
ახლახან ცნობილი გახდა ის ფაქტიც, თუ სად წავა წყვილი საქორწინო მოგზაურობაში, ისინი თაფლობის თვეს Virgin Galactic-ის საშუალებით კოსმოსში გაატარებენ. დაუვიწყარი მოგზაურობა 400 ათასი ფუნტი დაჯდება. ოჯახთან დაახლოებულმა პირმა გამოცემა The Mirror-ს განუცხადა, რომ მათთვის ძალიან მარტივი იქნება რიჩარდ ბრენსონის ხომალდის VIP სტუმრები გახდნენ.
ცნობისთვის, ნიკოლაც და ბრუკლინიც კოლოსალური კაპიტალის მფლობელები არიან, ამიტომ აღნიშნული თანხა მათთვის ზღვაში წვეთი იქნება.