LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spotify-მ წლის ყველაზე პოპულარული სიმღერები, ალბომები და შემსრულებლები დაასახელა

99
page

სტრიმინგ-სერვისმა Spotify 2020 წლის ყველაზე პოპულარული სიმღერები, ალბომები და შემსრულებლები დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპ-ჰოპ არტისტმა The Weeknd „გრემის“ 63-ე დაჯილდოების ცერემონიალზე ვერცერთი ნომინაცია ვერ მოიპოვა, ის Spotify – ის 2020 წლის გამარჯვებული გახდა. ყველაზე ხშირად სწორედ მის  კომპოზიციას, Blinding Lights უსმენდნენ.

მეორე ადგილზე Tones and I-ს ჰიტი Dance Monkey აღმოჩნდა.

მესამეზე კი Roddy Ricch-ის კომპოზიცია The Box.

ყველაზე პოპულარულ შემსრულებლებს შორის ბილი აილიში, ტეილორ სვიფტი, არიანა გრანდე, Bad Bunnyდრეიკი, Balvin, Juice WRLD, ემინემი და ედ შირანი-ი მოხვდნენ. რაც შეეხება ალბომებს, წელს ყველაზე ხშირად მელომენები Bad Banny-ს ჩანაწერს Yhlqmdlg უსმენდნენ. მეორე ადგილზე კვლავ The Weeknd და მისი უახლესი ალბომი, ​After Hours  გავიდა, მესამეზე კი პოსტ მელონის After Bleeding.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები