LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის განცხრომა ბაჰამის კუნძულებზე

195
page

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი, ტეილორ სვიფტი დამღლელი და უსაზღვროდ წარმატებული ტურნეების შემდეგ, შეყვარებულთან, ტრევის კელსისთან ერთად ბაჰამის კუნძულებზე გაემგზავრა.

წყვილი ძვირადღირებულ სახლში ატარებს არდადეგებს. ტაბლოიდებმა უკვე გაარკვიეს, თუ რა ჯდება ერთი ღამე კუნძულზე. წყვილის ამჟამინდელი სამყოფლის ღირებულება 18 000 დოლარია.

ახლად გავრცელებულ ფოტოებში სვიფტი და კელსი სანაპიროზე განცხრომას არიან მიცემულნი, ბევრს ცურავენ და მზეს ეფიცხებიან.

ბაჰამური ვოიაჟისთვის 34 წლის მომღერალმა ყვითელი საცურაო კოსტიუმი მოირგო, სპორტსმენს კი ლურჯი შორტი ეცვა.

ფოტო: ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის რომანტიკა „სუპერბოულზე“ გამარჯვების შემდეგ

ფოტო: ტეილორ სვიფტმა ბოლო 16 წლის მანძილზე 12 შეყვარებული გამოიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები