LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერ ეკრანული წყვილი – ადამ დრაივერი და ნატალი ემანუელი, ფრენსის ფორდ კოპოლას ახალ პროექტში ითამაშებენ

338
page

რეჟისორი, ფრენსის ფორდ კოპოლა ახალ ფილმზე მუშაობს. კინოსურათის სახელწოდებაა „მეგაპოლისი“, რომელშიც მოქმედება ნიუ-იორკის უტოპიურ ვერსიაში განვითარდება.

ახალ პროექტში მთავარ როლებს ადამ დრაივერი და ნატალი ემანუელი შეასრულებენ. მათ პარტნიორობას ლორენს ფიშბერნი, ფორესტ უაიტტეკერი და ჯონ ვოიტი გაუწევენ.

აღსანიშნავია, რომ ფილმის ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია. ცოტა ხნის წინ  ცნობილი გახდაა, რომ რეჟისორი თავის ნამუშევარს თავად  დააფინანსებს. ამისთვის ფორდ კოპოლას თავისი ღვინის ბიზნესის ნაწილის გაყიდვა და კრედიტის აღება მოუწია.

ფოტო: ლედი გაგა, ჯარედ ლეტო, ადამ დრაივერი და სელმა ჰაიეკი „გუჩის სახლის“ პრემიერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები