ტეილორ სვიფტი Time-ის2019 წლის ,,100 ყველაზე გავლენიან ადამიანს’‘ შორის დასახელდა. ტრადიციულ სიაში, რომელიც ხუთ კატეგორიას მოიცავს, ამერიკელი შემსრულებელი ,,კერპებს” ლიდერობს.
აღსანიშნავია, რომ ამავე ჯგუფში ასევე მიშელ ობამა და ლედი გაგა მოხვდნენ.
დანარჩენ ოთხ კატეგორიაში, რომლებიც ,,პიონერების”, ,,არტისტების”, ,,ლიდერებისა” და ,,ტიტანების” ქვეშ გაერთიანდა: სანდრა ო, დუეინ ჯონსონი, ნენსი პელოსი, მოჰამედ სალაჰი, კრისი ტეიგენი, ემილია კლარკი, ბრი ლარსონი, არიანა გრანდე, რამი მალეკი, მაჰერშალა ალი, დონალდ ტრამპი, ლებრონ ჯეიმსი, მარკ ცუკერბერგი, BTS და სხვები შედიან.