როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, 61 წლის ტომ კრუზი, რუსი ოლიგარქის ქალიშვილსა და ბრილიანტებით მოვაჭრე, რუსი მილიონერის, დიმიტრი ცვეტკოვის ექს-მეუღლეს, 36 წლის ელსინა ხაიროვას ხვდება.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბრილიანტის მაგნატი, დიმიტრი ცვეტკოვი ჰოლივუდის ვარსკვლავს ურჩევს, „საფულე ფართოდ გახსნას“, რადგან მის ყოფილ მეუღლეს გლამურული ცხოვრება ძალიან უყვარს უყვარს. ოლიგარქის განცხადებით, ელსინამ 11-წლიანი ქორწინების პერიოდში ტანსაცმელსა და ჩანთებში 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა.
აღსანიშნავია, რომ თავად დიმიტრი წლებია ტომ კრუზის თაყვანისმცემელია, მეტიც, მას სურდა ბიოგრაფიულ ფილმში მისი როლი სწორედ ტომს შეესრულებინა.