LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენს წინაშეა ახალი ვარსკვლავური წყვილი – დუა ლიპა და ტრევორ ნოა ერთად გამოიჭირეს

249
Untitled.pngyttyyt

ბოლო პერიოდის განმავლობაში დუა ლიპა არაერთხელ მოხვდა პაპარაცების ფოტოობიექტივში. ის სხვადასხვა მამაკაცთან, საკმაოდ ინტიმურ სიტუაციაში რამდენჯერმე გადაიღეს.  სულ რამდენიმე საათის წინ კი ტაბლოიდებმა ახალი ვარსკვლავური წყვილი აღმოაჩინეს. დიახ, დუა ლიპას ახალი გულის სწორი ჰყავს და სავარაუდოდ ეს უკვე სერიოზული რომანია.

27 წლის ლიპა 38 წლის ტელეწამყვან, კომიკოსს და პროდიუსერ, ტრევორ ნოას ხვდება, ისინი ერთად პაემანზე დააფიქსირეს. წყვილი იამაიკურ რესტორანში, Miss Lily-ში ვახშმობდნენ,  ერთმანეთს ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ.

ვიდეო: დუა ლიპას „სასიყვარულო სამკუთხედი“ და მხურვალე კოცნა ერთდროულად ორ მამაკაცთან

დუა ლიპას ახალი ბიჭი ჰყავს – წყვილის ცეცხლოვანი განცხრომა პორტოფინოს სანაპიროზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები