LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უენსდეიმ“ ენტონი ჰოპკინსიც მოხიბლა – ლეგენდარული მსახიობი სახალისო ვიდეოს ავრცელებს

340
page

ტიმ ბარტონის ახალი შოუ „უენსდეი“, კინოგაქირავების უპირობო ლიდერია. „ნეტფლიქსის“ სერიალმა მოწინავე პოზიციების დაპყრობა გამოსვლისთანავე მოახერხა. ის მსახიობებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ვიდეო: ლედი გაგა ვენსდეი ადამსის როლში – არტისტი ჯენა ორტეგას საკულტო ცეკვას ასრულებს

სულ ცოტა ხნის წინ, ლეგენდარულმა მსახიობმა, ენტონი ჰოპკინსმა 3,9 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს სახალისო ვიდეო გაუზიარა. მას ხელზე ფილმის საკულტო პერსონაჟის „ხელის“ გრიმი აქვს გაკეთებული და ფორტეპიანოზე უკრავს.

„აი ეს ხდება, როდესაც მსახიობს თავისუფალი დრო აქვს“, – წერს 84 წლის ჰოპკინსი.

ვიდეო: „ოსკარის“ მიღების შემდეგ, ენტონი ჰოპკინსი მამის საფლავიდან ემოციურ მიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები