LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვარსკვლავური უმადურება“ – სელენა გომესი ახლო მეგობარს, რომელმაც მას თირკმელი გადაუნერგა, ცუდად მოექცა

718
page

როგორც ცნობილია, სელენა გომესის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი, „ჩემი ცნობიერი და მე“ გამოვიდა, რომელშიც მან თავის მენტალურ ჯანმრთელობაზე ღიად ისაუბრა. მომღერალმა თავისი მეგობარი და კოლეგა ტეილორ სვიფტი ახსენა და თქვა, რომ  შოუბიზნესში ის მისი ერთადერთი ნამდვილი მეგობარია.  სწორედ აღნიშნული ფრაზის გამო დაატყდა გომესს კრიტიკის ქარცეცხლი. საქმე ისაა, რომ მას გადაავიწყდა ახლო მეგობარი, მსახიობი ფრანსია რაისა, რომელმაც სელენას სიცოცხლე გადაარჩინა. მან 2017 წელს, გომესს თირკმელი გადაუნერგა.

აღსანიშნავია, რომ გულნატკენმა ფრანსიამ სელენას სიტყვებზე ეს კომენტარი გააკეთა –  „საინტერესოა“, ერთი დღის შემდეგ კი, მომღერალმა სოციალურ ქსელში მასთან მეგობრობა გააუქმა.

„ვარსკვლავური უმადურება“, „საშინლად მოექცა“, „სიკეთე ასე მარტივად დაივიწყა“, – წერენ კომენტარებში.

„შვილის გაჩენას ვერასდროს შევძლებ“ – სელენა გომესის ემოციური ინტერვიუ Rolling Stone-სთვის და საოცარი ფოტოსესია

სელენა გომესი ჰეილი ბიბერთან გადაღებული ფოტოების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები