ინტერნეტსივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელიც დეპი-ჰარდის სასამართლო პროცესზე აჩვენეს. 2 წუთიანი ჩანაწერი დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე სახლში, 2015 წელსაა გადაღებული. ემბერი ჯონს ვიდეოს ფარულად მაშინ უღებდა, როდესაც დეპი მორიგი კონფლიქტის დროს გაცეცხლებული იყო და სამზარეულოს ამტვრევდა. ვიდეოში ის კარადებს ფეხებს ურტყამს და უცენზურო სიტყვებს ყვირის.
როდესაც პროცესზე აღნიშნული კადრები აჩვენეს, ჯონმა განაცხადა, რომ აქ არაფერი იყო გასაოცარი, ის მხოლოდ კარადებს ამტვრევდა და ემბერისთვის ხელიც კი არ დაუკარებია.
„ცუდი პერიოდი მქონდა, შესაძლოა ნასვამიც ვიყავი, მე რამდენიმე კარადას დავარტყი ფეხი, თუმცა, მის ჰარდს არც კი შევხებივარ“, – განაცხადა ჯონმა.
ვიდეო: „მაპატიე, რომ უფრო მაგრად არ ჩაგარტყი“ – ემბერ ჰარდმა აღიარა, რომ ჯონი დეპს ხშირად სცემდა