შაკირასა და ჟერარ პიკეს დრამატული ისტორია გრძელდება. გასულ კვირას დასავლური მედია აქტიურად წერდა ფეხბურთელის ახალი გულისწორის, კლარა ჩია მარტის ორსულობის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
ყოველივე ამის ფონზე, პიკე და კლარა ბარსელონას ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. ადევნებულ პაპარაცებს ფეხბურთელმა გაუღიმა, ამ დროს ის კლარას ეხუტებოდა, წყვილი საოცრად მხიარულად და ბედნიერად გამოიყურებოდა. გავრცელებულმა ვიდეომ შაკირას გულშემატკივრების გაცეცხლება გამოიწვია.
„ასე თავისუფლად სიარულს როგორ ბედავთ!“, „ამაზრზენი ხარ ჟერარ“, „პიკე აშკარად ბედნიერია“, – წერენ კომენტარებში.
„ასე აღნიშნა ჟერარ პიკემ შაკირას იუბილე“ – ჟერარ პიკესა და კლარა ჩია მარტის უახლესი ფოტოები
„შაკირას ახალი სიმღერის დასაწერად კიდევ ერთი მიზეზი მიეცა“ – ჟერარ პიკეს „საყვარელი“ ორსულადაა?
„გოგონები აღარ ტირიან, გოგონები ცეკვავენ“ – შაკირას ახალი პოსტი და მინიშნება ჟერარ პიკეს