LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე აღნიშნა ჟერარ პიკემ შაკირას იუბილე“ – ჟერარ პიკესა და კლარა ჩია მარტის უახლესი ფოტოები

668
Untitled.pngfdfdfd

გასულ კვირას, შაკირა 46 წლის გახდა, დაბადების დღე არტისტმა ხმაურიანი წვეულებით აღნიშნა, რომლის ამსახველი ფოტოებიც ესპანურმა მედიამ მალევე გაავრცელა.

ფოტო: მეზობლად მცხოვრები დედამთილის დასანახად შაკირამ იუბილე ფაქტობრივად აივანზე გადაიხადა

ამ დღეს არტისტის ყოფილი პარტნიორი, ჟერარ პიკე ახალ შეყვარებულთან, 23 წლის კლარა ჩია მარტისთან ერთად ბარსელონაში, მანქანაში გადაიღეს. ფეხბურთელს სახეზე ეტყობა, რომ პაპარაცების დანახვა სასტიკად არ ესიამოვნა. ამ დროს კი თავისუფლად გრძნობდა თავს კლარა ჩია, მან თავი ამაყად ასწია. როგორც ჩანს, მას ზედმეტი ყურადღება სულაც არ აღიზიანებს.

„აი ასე აღნიშნა ჟერარ პიკემ შაკირას იუბილე“, „კლარა როგორი ამაყია“,  – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, დასავლური მედია ჟერარ პიკეს ახალი რჩეულის, 23 წლის კლარა ჩია მარტის ორსულობაზე აქტიურად წერს. ფეხბურთელი და მისი 23 წლის რჩეული პაპარაცებმა აფთიაქში დააფიქსირეს, სადაც ისინი ორსულობის ტესტს ყიდულობდნენ.

„კლარა ჩია მარტის მშობლები შაკირას ახალი სიმღერით აღშფოთებულები არიან“ – ოჯახთან დაახლოებული პირი განცხადებას აკეთებს

„შაკირას ახალი სიმღერის დასაწერად კიდევ ერთი მიზეზი მიეცა“ – ჟერარ პიკეს „საყვარელი“ ორსულადაა?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები