62 წლის ლეგენდარული პოპ-ვარსკვლავი მადონა სტუდიაში, ახალ მუსიკალურ პროდუქტზე მუშაობს. თუმცა, ვარსკვლავმა მაინც გამონახა დრო და 15.7 მილიონი გამომწერისთვის ვიდეო ჩაწერა.
არტისტი „ინსტაგრამის“ აპლიკაციით გაერთო და ისეთი ფილტრები მოირგო, რომელმაც მისი სახე სრულიად შეცვალა.
„დიდი ხანია თქვენთან ასე არ მიკონტაქტია, და აი, ასეთი შეცვლილი გამოვჩნდი…რაღაც მომენტში თითქოს რეალობასთან კავშირი დავკარგე“, – ამბობს ვარსკვლავი.