უკრაინელი მომღერალი, ტინა კეროლი, რომელიც საქართველოსაც არაერთხელ სტუმრობდა, ტაძარში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და თვალცრემლიან მიმართვას ავრცელებს. ტინა აღნიშნავს, რომ ყველასგან, განსაკუთრებით კი მუსიკოსებისგან მთელ მსოფლიოში მხარდაჭერას ელოდება – „ძალიან შეშინებულები ვართ და ვლოცულობთ“, დასძენს მომღერალი.
„მივმართავ ყველას, ვინც იცნობს უკრაინას და ვისაც უყვარს უკრაინა, რუსებო, ჩვენ ასეთი რამ არ დაგვიმსახურებია, ქრისტიანი ერი ვართ…“