ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, The Weeknd დაბრუნდა და გულშემატკივრები ახალი ალბომით, After Hours გაახარა. ეს ვარსკვლავის რიგით მეოთხე ალბომია, მასში 14 კომპოზიცია ერთიანდება.
აღსანიშნავია, რომ ალბომის გამოსვლიდან 7 წუთში, ნამუშევარი Apple Music-ის პლატფორმის პირველ პოზიციაზე განთავსდა. თაყვანისმცემლებმა ნამუშევარი 975,000-ჯერ მოისმინეს, რაც მსოფლიო რეკორდია.