LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველაზე უშიშარი მსახიობი“ – ტომ კრუზი კლდიდან მოტოციკლით გადახტა

152
32904850-0-image-a-156-1599547545971

საკულტო ფილმის, „შეუსრულებელი მისიის“ მე-7 ნაწილის  გადაღებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. როგორც ცნობილია, ფილმში მთავარ როლს, ტომ კრუზი ასრულებს. ჰოლივუდურ სამყაროში ის ცნობილია, როგორც განსაკუთრებული ექსტრემალური ილეთების შემსრულებელი მსახიობი, მას კასკადიორის მომსახურეობა არასდროს გამოუყენებია.

გაზაფხულზე  კადრები გავრცელდა, მასზე აღბეჭდილია, თუ როგორ ხტება კრუზი 3000 მეტრი სიმაღლიდან. ახლა კი ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, 58 წლის კრუზი კლდიდან მოტოციკლით გადახტა პარაშუტი გახსნა,  მოტოციკლი კი ხევში გადავარდა. აღნიშნულმა კადრებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა.

„ყველაზე უშიშარი მსახიობი ხარ“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, „შეუსრულებელი მისია 7“ ეკრანებზე 2021 წელს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები