63 წლის შერონ სტოუნი ზაფხულის მიწურულს იტალიაში გაემგზავრა. არდადეგებს ვარსკვლავი ვენეციაში ატარებს. სულ ცოტა ხის წინ მსახიობმა ფოტოები „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ვენეციაში შერონი მამაკაცთან ერთად იმყოფება, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია. ფოტოებში სტოუნს კრემისფერი ზედა აცვია და მზის სათვალეში ჰორიზონტს გასცქერის.
„ვინ არის ეს მამაკაცი?“ „ნუთუ შერონის ახალი შეყვარებულია?“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, შერონის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი, გასულ თვეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი 25 წლის რეპერ, RMR-ს ხვდება. წყვილი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესის ღამის კლუბებში არაერთხელ დააფიქსირეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურადა არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია.
ფოტო: 63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება
შერონ სტოუნი კანის კინოფესტივალის დახურვაზე ძაღლთან ერთად გამოჩნდა – ვარსკვლავის იისფერი ფოტოსესია