LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერონ სტოუნი კანის კინოფესტივალის დახურვაზე ძაღლთან ერთად გამოჩნდა – ვარსკვლავის იისფერი ფოტოსესია

445
page
63 წლის შერონ სტოუნმა „კანის კინოფესტივალის“ დახურვაზე კვლავ გაიბრწყინა. წელს 63 წლის ვარსკვლავმა არჩევანი კვლავ „დოლჩე და გაბანას“ კაბაზე შეაჩერა.

ფოტო: 63 წლის შერონ სტოუნის ტრიუმფალური გამოჩენა „დოლჩე და გაბანას“ კაბაში კანის კინოფესტივალზე

მსახიობმა წითელ ხალიჩაზე „დოლჩე და გაბანას“ პომპეზური კაბა მოირგო. ცისფერი კაბა ჭრელი ყვავილებით იყო მორთული. შერონის „ლუქს“ მკვეთრი მაკიაჟი და დიდი ზომის საყურე ასრულებდა

ამჯერად „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავს იისფერი კაბა ამშვენებდა. ის კიბეებზე თამამად პოზირებდა. ერთ-ერთ ფოტოში კი ძაღლთან ერთადაც გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე მას გვერდს უმცროსი ვაჟი უმშვენებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები