LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მილიონერებო ბექჰემებო, დაეხმარეთ დას“ – საათში 13 ფუნტი – ვიქტორია ბექჰემის და პარკინგზე მუშაობს

1934
page

ვიქტორია ბექჰემი სკანდალში გაეხვია. ინტერნეტსივრცე მისი დის, ლუიზ ადამსის ფოტოებმა მოიცვა, 37 ლუიზი პარკინგზე,  სუპერვაიზერის პოზიციაზე მუშაობს, მისი ანაზღაურება კი საათში 13 ფუნტს შეადგენს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამი წლის წინ მისი ტანისამოსის მაღაზია, Hidden Closet ფინანსური პრობლემების გამო დაიკეტა.

სოციალური ქსელები ვიქტორიას მისამართით გამოთქმულმა კრიტიკამ  მოიცვა.

„მილიონერებო ბექჰემებო, დაეხმარეთ დას“, „წარმოუდგენელი ამბავია“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, დე­ვიდისა და ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მე­ბის ქო­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 300 მილიონ დო­ლა­რს უტოლდება. შეგახსენებთ, ვიქტორიამ 2019 წლის Spice Girls-ის ტურნეში არ მონაწილეობდა, თუმცა, ბენდი მაინც ვალდებული იყო დიზაინერისთვის წილი გადაეხადა. აღნიშნული ტურნედან შემოსავალი მან 2020 წელს მიიღო. როგორც გუნდის კომპანიის მეწილემ მან მოგების 4.5. მილიონი დოლარის მეხუთედი გამოიმუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები