გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ეხმაურება და აცხადებს, რომ შეურაცხყოფის აღნიშნული ფორმები მიუღებელია.
როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე“, რასაც მისი თქმით, „პარლამენტის თავმჯდომარისგან მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია“.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრის დროს რატი ბრეგაძეს სიტყვა შეაწყვეტინა.
„ჩვენ არ ვართ კომუნისტური პარტია, რომ იმაზე ვიმსჯელოთ, რომ გარიცხვის საკითხი დადგეს, არ დგას ეს საკითხი ამ წუთას, იცის ეს ნიკა მელიამ, მაგრამ ამის ლოგიკური დასასრული უნდა დადგეს“.