"თუ ჩვენ დავიწყებთ საუკუნეების უკან დაბრუნებას და კამათს იმაზე, თუ რომელი ტერიტორიის ნაწილი ვის უნდა ეკუთვნოდეს, მაშინ მხოლოდ ომი გვექნება. ეს გამოსავალი არ არის", - აღნიშნა მერკელმა.
როგორც „როიტერსი“ აღნიშნავს, მერკელმა თქვა, რომ უკრაინას გარე რჩევებს არ შესთავაზებს, თუმცა მხარს უჭერს მთავრობის ძალისხმევას –„იპოვოს გზა ბარბაროსული ომის დასრულებისთვის.“
გერმანიის „მწვანეების“ პოლიტიკოსმა ომიდ ნურიპურმა Deutschlandfunk-ზე „დამანგრეველი სიგნალის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ევროკავშირმა ლუკაშენკოს ხელმეორედ არჩევა გასულ წელს არ აღიარა, თუმცა, მისი სატელეფონო ზარით მერკელმა დე ფაქტო უკვე აღიარა.