„ეს არის ტერორისტული შეძახილები, რომელიც არის ღიმილის მომგვრელი და არავის აშინებს ეს „ქართულ ოცნებაში“ - აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
„უსაფრთხოების მაღალი დონის გამოცხადება გამოიწვია პარლამენტზე ძალადობრივმა შეტევამ და ეს არის ერთ-ერთი აშკარა მტკიცებულება და არგუმენტი იმისა, რომ გუშინ [1 მაისს] ნამდვილად იყო მცდელობა, რომ აქციები ძალადობრივ სცენარში გადაზრდილიყო“.
„სამწუხაროდ, იყო და რჩება მცდელობები, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს ამოფარებულმა ანტიდემოკრატიულმა ძალებმა არჩევნების გვერდის ავლით თავი პრივილეგირებულ, ხალხზე მაღლა მდგომ ჯგუფად გამოაცხადოს“
„აქამდე ვერცერთი სოლიდური არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რატომ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ინტერესებს, მისი სუვერენიტეტის და დემოკრატიული სისტემის დაცვას გარე ჩარევისგან” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.