როგორც დიპლომატი Twitter-ზე წერს, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს, რეფორმები სიფრთხილით, ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გატარდეს.
როგორც თოლორაიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, როცა ის უწყების გაძლიერების კანონპროექტზე მუშაობდა და პარლამენტთან კომუნიკაციას ცდილობდა, საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე მუშაობდა.
„ამ კანონპროექტით დაგეგმილია არა მხოლოდ სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლები პრიორიტეტია ამ შემთხვევაში, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
დეპუტატთა ნაწილმა პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები წარუდგინა, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შემცირებას ისახავს მიზნად