მათი თქმით, ამიერიდან საპროტესტო აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიდან გაიმართება და არ დანებდებიან, ვიდრე დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო მედიკამენტს არ შემოიტანს ქვეყანაში.
„ჩვენ არ გავჩერდებით, რადგან ჩვენი შვილების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა“ - აღნიშნულია მიმართვაში.