„ევროკავშირისთვის ამ გამოღვიძების მომენტის დაკარგვა, მომენტის დაკარგვა, როდესაც აცნობიერებ, რომ ევროკავშირის გაძლიერება დაკავშირებულია გაფართოებასთან, იქნებოდა დიდი ისტორიული შეცდომა.“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს, სად და რა დონეზე მიაღწიეს ნატოელმა მოკავშირეებმა ამ შეთანხმებას, თუმცა აცხადებს, რომ მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელიც ნატოსკენ უკრაინის გზას შეამოკლებს.