LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა კუპატაძე

„მოსამართლემ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება – საქართველოს ისტორიაში პირველად მიიყვანენ არასრულწლოვანს სასამართლო პროცესზე იძულების წესით“ – ეკა კუპატაძე

ეკა კუპატაძე მადლობას უხდის პროკურორებს ლევან ვეფხვაძესა და ქეთი სონიძეს და აღნიშნავს, რომ სანამ ამ სფეროში ასეთი ღირსეული ადამიანები მუშაობენ, სხვა პროკურორები სამართალს ვერ დასცინებენ.

„მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და 7 მაისს 16:00 საათზე, იძულების წესით, ნია იმნაძეს მიიყვანენ სასამართლო პროცესზე!“ – ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ დღეს დაყენებული შუამდგომლობა, რომელიც ნია იმნაძის მომდევნო სხდომაზე იძულებით წარდგენას ითვალისწინებს, სასამართლომ დააკმაყოფილა.